მთავარი ჩვენს შესახებ სერვისები მეცნიერთათვის სერვისები ორგანიზაციებისათვის ელექტრონული ჟურნალები ინდივიდუალური ნაშრომები კონტაქტი

 

 

სერვისები მეცნიერთათვის

 

სერვისები მეცნიერთათვის მოიცავს შემდეგ მომსახურებებს:
 


ინდივიდუალური ნაშრომების  განსათავსებელი სისტემა


 ინდივიდუალური ნაშრომების განსათავსებელი სისტემა (ინგს)  არის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით დამზადებული განსხვავებული თემატიკის მქონე სამეცნიერო ნაშრომების ვებსივრცეში განსათავსებელი პროგრამა. 

 

მასში შესაძლებელია ნაკლებად სამეცნიერო პუბლიკაციები, მაგალითად  საკურსოები, სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების ატვირთვა.

 

ელექტრონული ჟურნალებისგან განსხვავებით  ნაშრომების განთავსებისათვის არ არის საჭირო სარედაქციო კოლეგიის შექმნა,  ნაშრომების ატვირთვა შეუძლია ნებისმიერ  ადამიანს მისთვის სასურველ ნებისმიერ ენაზე. ერთ სივრცეშია მოთავსებული  სტატიები, წიგნები, პატენტები და სხვადასხვა სახის სამეცნიერო ნაშრომები.
 

განკუთვნილია მეცნიერის პოპულარიზაციისათვის,  საერთაშორისო სამეცნიერო  ასპარესზე მეცნიერის ცნობადობის გასაუმჯობესებელი საშუალებაა. რადგან აქ გამოქვეყნებული მასალა რამოდენიმე დღეში უკვე გუგლის საძიებო სისტემის საშუალებით იქნება მოძიებული. ანუ თუ აქამდე ავტორი არავისათვის იყო ცნობილი ან  ნაკლებად ცნობილი იყო მისი ნაშრომები აქ ატვირთული მასალა უფრო ცნობადს გახდის, მაგალითად თუ ვინმე მოძებნის თემატურად ზოგადად „ეკონომიკას“ პროგრამაში ატვირთული სტატიაც მოიძებნება. თუ ვინმე გამოიყენებს თქვენს ნაშრომს საკუთარი სტატიის დაწერის დროს, გამოყენებულ ლიტერატურის ნუსხაში მიუთითებს ლინკს, მაგალითად:

 ასლანიშვილი, დავით. საერთაშორისო დისკუსიები საბანკო კრედიტსა და ეკონომიკურ ზრდის ურთიერთკავშირის შესახებ.  სამეცნიერო ნაშრომების სისტემა, თბილისი, 10 22, 2018. http://www.4science.ge/monographs/index.php/SS/catalog/book/18

 

 

 

 

 

 

 

Copyright © 2018  Association for science. All rights reserved.
Revised: 10/24/18.