მთავარი ჩვენს შესახებ სერვისები მეცნიერთათვის სერვისები ორგანიზაციებისათვის ელექტრონული ჟურნალები ინდივიდუალური ნაშრომები კონტაქტი

 

 

 

ორგანიზაციებისათვის განკუთვნილი მომსახურეობები 


ელექტრონული ჟურნალები
ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ღია წვდომის, თანამედროვე სტანდარტების მქონე ელექტრონული ჟურნალების პორტალის შექმნა, სადაც გაერთიანებული იქნება ყველა ქართული ელექტრონული ჟურნალი. სტატიების ამ პლატფორმაზე განთავსების შემთხვევაში შესაძლებლობა გეძლევათ გაზარდოთ თქვენი სამეცნიერო პროდუქტიულობის მაჩვენებელი სხვადასხვა მონაცემთა ბაზებში.
შესაძლებელია აგრეთვე უკვე არსებული ბეჭდური ვარიანტის ჟურნალის ელექტრონულ ვერსიად გადაკეთება.
 ამ სისტემით დამზადებული ერთ-ერთი ჟურნალი უკვე Scopus-შია.

 
 
ელექტრონული კონფერენციების ჩასატარებელი პროგრამა


მასში შესაძლებელია კონფერენციის ჩატარებისათვის საჭირო ყველა ეტაპის აღრიცხვა:

რეგისტრაცია, რის შედეგადაც ავტორს თავად აქვს შესაძლებლობა აკონტროლოს და მართოს თავისი ანგარიში,

კონფერენციის ჩატარების ვადების გაწერა და სხვა საჭირო ღონისძიებები.

კონფერენციის დაგეგმვა ხდება ონლაინ რეჟიმში, კონფერენციების მასალების გამოქვეყნება კი ხდება უმოკლეს ვადებში, კონფერენციის ჩატარების დღესვე. სხვა მრავალ შესაძლებლობასთან ერთად სისტემა საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ თემატურად დაკავშირებული მსგავსი კონფერენციები და ა. შ.

 

შესაძლებელია აგრეთვე ჩვეულებრივი კონფერენციების ჩატარების ორგანიზებაც.

 

 სამეცნიერო საზოგადოების არქივი


პროგრამა სადაც თავმოყრილია ინფორმაცია ამა თუ იმ ორგანიზაციის სამეცნიერო საზოგადოების შესახებ, მოცემულია მათი საკონტაქტო და ბიბლიოგრაფიული მონაცემები,  სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი ავტორის თანხმობის შემთხვევაში სრული ტექსტებით, მეცნიერის მიერ ჩატარებული კვლევების ჩამონათვალი, მიღებული გრანტები, თანამშრომლობა სხვა მეცნიერებთან, სტატისტიკა და ა. შ.
 
 


 ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის შესაქმნელი პროგრამები
ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგი განკუთვნილია სკოლების, უნივერსიტეტებისა და სხვადასხვა დაწესებულებების ბიბლიოთეკებისათვის.
მასში ხდება როგორც წიგნადი ფონდის შეტანა, ასევე აბონენტების შეყვანაც და ნებისმიერ დროს შესაძლებლობა გაქვთ იხილოთ სხვადასხვა სახის ანგარიშები და ინფორმაცია.
მაგალითად წიგნის გაცემა ხდება წამებში და ასევე მარტივია გაიგოთ თუ რომელი წიგნია ყველაზე მოთხოვნადი, ვინ არ აბრუნებს დროულად წიგნებს ანუ ვინ არის ეგრეთწოდებული შავი სიის წევრი და ასე შემდეგ.

 

დაგეხმარებით ბიბლიოთეკის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შექმნასა და დალაგებაში. გაგიწევთ სხვადასხვა სახის კონსულტაციებს.

 

 

ციფრული ბიბლიოთეკის შესაქმნელი პროგრამა
მისი საშუალებით ხდება თქვენს ბიბლიოთეკაში დაცული ელექტრონული წიგნების ერთ სისტემაში მოთავსება. სურვილის შემთხვევაში სხვადასხვა საშუალებებით შეგიძლიათ პროგრამაში ატვირთულ ელექტრონულ  წიგნებზე წვდომა შეზღუდოთ.

 

 

Copyright © 2018  Association for science. All rights reserved.
Revised: 10/24/18.